logo
ENG



ხოშტარია: ლაშქარავას გარდაცვალების დღეს პროტესტის გამო სასამართლოში მიბარებენ, არ მივალ

13 აგვ 202121:35
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: ლაშქარავას გარდაცვალების დღეს პროტესტის გამო სასამართლოში მიბარებენ, არ მივალ

პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს გამართულ საპროტესტო აქციის გამო სასამართლო პროცესზე იბარებენ.

როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, ის ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმავალ გვირაბში წარწერების დატოვების და მთავრობის ადმინისტრაციის წითლად შეღებვის გამო დააჯარიმეს. ხოშტარია ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე მისვლას არ აპირებს. 

"სასაცილოა და ამასთან ერთად ცინიკურია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს, ხელისუფლება ბედავს და პროტესტისთვის დევნის არა იმ მოძალადეებს, ვინც იძალადეს ხალხზე, არამედ აქტივისტებს. ამ შემთხვევაში მეც მეძახიან სასამართლოში. მინდა ვთქვა, რომ არ ვაპირებ სასამართლოზე გამოცხადებას და ამ ცრუ ფარსში მონაწილეობას. პირიქით, ეს გვმატებს იმ ენერგიას, რომ მსგავსი სასამართლო პროცესები, რომ აღარასდროს გაიმართოს ამ ქვეყანაში, სწორედ ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ არჩევნებში, რომ მოძალადეს ჰქონდეს თავისი ადგილი და აზრის გამოხატვა მუდმივად იყოს დაცული.

ამიტომ ეს პროცესი შეუძლიათ ატარონ რამდენიც უნდათ, ჩემი ფეხი იქ არ იქნება. ვიღაცა დამიკავშირდა და მითხრა, რომ ლაშქარავას გარდაცვალების დღეს პროტესტის გამო, რაღაცას მედავებიან, არ მაინტერესებს, არც ერთი ჯარიმა არ გადამიხდია. კანცელარიის შეღებვაზე დამაჯარიმეს, ივანიშვილის გვირაბში რომ რაღაც დავწერე იმაზეც დამაჯარიმეს - ეს ამორალურია და არც სასამართლო პროცესია", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. 

მანამდე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა სასამართლოს წარმომადგენელთან მიმოწერა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა რომ ხოშტარია სხდომაზეა დაბარებული, რომელიც 15 სექტემბერს არის ჩანიშნული. პასუხად, ხოშტარია სხდომის მდივანს ეუბნება, რომ უმჯობესია ლექსო ლაშქარავას საქმის პროცესი ჩანიშნონ


close დახურვა